ახალი ამბები | ფერმერთა პორტალი

საქართველოს მელიორაცია“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდასიახლეები

საქართველოს მელიორაცია“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე
16/07/2018

რწყვის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. შპს „საქართველოს მელიორაცია“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. შეიქმნა შტაბი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რწყვის პროცესს კოორდინაციას გაუწევს.

შტაბში თავს მოიყრის სრული ინფორმაცია რეგიონებიდან, რომლის დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ოპერატიულად გადაწყდება სარწყავი წყლის განაწილებისა და მისი ეფექტიანი მოხმარების საკითხები.

ცხელი ხაზის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რწყვის პროცესის მიმდინარეობაზე მისთვის სასურველი ინფორმაცია მიიღოს. ასევე, წყლის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, კომპანიას შეატყობინონ მორწყვასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების შესახებ. შეტყობინების საფუძველზე სპეციალისტთა ჯგუფები უმოკლეს ვადაში მოახდენენ რეაგირებას.

ცხელი ხაზის ნომერია: 15 01