ახალი ამბები | ფერმერთა პორტალი

ახმეტის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოები ჩატარდასიახლეები

29/07/2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის მიმდებარედ, სადრენაჟო არხს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 2,5 კმ. სიგრძის მონაკვეთი გაიწმინდა მცენარეებისგან, გაკეთდა ლითონის მილხიდები და მოეწყო საექსპლუატაციო გზა.

გაიჭრა ახალი სადრენაჟო-საკოლექტორო და საირიგაციო დანიშნულების არხი, რაც დამატებით 350 ჰა მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს. სამუშაოების შედეგად მაგისტრალური არხის ახალმოწყობილი მონაკვეთის ტევადობა და სიღრმე გაიზარდა.

პარალელურად, ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის სხვადასხვა მონაკვეთზე ფილტრაციის საწინააღმდეგო სამუშაოები ჩატარდა, რაც, მომავალში მიწის ფართობების შესაძლო დამეწყვრას გამორიცხავს.

ზემო ალაზნის მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქრთველოს მელიორაციამ“ განახორციელა.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე