ახალი ამბები | ფერმერთა პორტალი

შპს „საქართველოს მელიორაციას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავსსიახლეები

03/08/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციას“ დღეიდან ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს. ახალი გენერალური დირექტორი უწყების თანამშრომლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარუდგინა.

ოთარ შამუგია დღემდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო. პროფესიით ეკონომისტი წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ოთარ შამუგია სხვადასხვა დროს საფინანსო საქმიანობით იყო დაკავებული სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში.