ახალი ამბები | ფერმერთა პორტალი

შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორის ვიზიტი ქვემო ქართლშისიახლეები

24/08/2018

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ქვემო ქართლში იმყოფებოდა.
ოთარ შამუგია ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სამელიორაციო სისტემებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს გაეცნო.

რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შამუგიამ მომავალი სარწყავი სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილა.
გენერალურმა დირექტორმა და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა ინფრასტრუქტურული ობიექტების გამართულად მუშაობისთვის საჭირო საკითხებზე იმსჯელეს.

დღეისთვის ქვემო ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის შვიდი სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, რეგიონში 1 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული მოირწყვება, ხოლო 2 931 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავის წყლის მიწოდება.