ახალი ამბები | ფერმერთა პორტალი

კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ჰიდრომელიორაციის პროგრამა შემუშავდებასიახლეები

30/01/2019

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჰიდრომელიორაციის სასერთიფიკატო პროგრამის შემუშავება დაიწყო.

ამასთან დაკავშირებით შპს „საქართველოს მელიორაციაში“ ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

პროექტის მიზანია, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მელიორაციის თანამშრომლების გადამზადება, სამელიორაციო სისტემით ახალგაზრდა კადრების დაინტერესება და მათი მოზიდვა. 

შპს „საქართველოს მელიორაციაში“ დასაქმებულები სამი ძირითადი მიმართულებით გადამზადდებიან.

მელიორატორები და წყალსარგებლობის სპეციალისტები კვალიფიკაციას უბნის უფროსის, წყალსარგებლობის ინჟინერის და ჰიდრომეტრის სპეციალობებით აიმაღლებენ.