ახალი ამბები | ფერმერთა პორტალი

მარნეულში ხრამ არხის სარწყავ სისტემაზე სამუშაოები მიმდინარეობსსიახლეები

17/02/2019

მარნეულის მუნიციპალიტეტში  ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

სარემონტო სამუშაოები უტარდება არხის 12 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთს, რომლის ძირი და ფერდები არმატურის ბადითა და მონოლითური ბეტონით ეწყობა.

რეაბილიტაცია უტარდება, ასევე, სარწყავი სისტემის წყალგამშვებ ნაგებობებს, ხიდებსა და აკვედუკს.

სამუშაოების გასაცნობად ქვემო ქართლში შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია იმყოფებოდა.

აღნიშნული მონაკვეთის აღდგენა სოფელ ხიზილაჯლოს, ქ.მარნეულის, საბირკენდისა და ალგეთის 4 075 ჰექტარი მიწის ფართობის მორწყვას გააუმჯობესებს. 

სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის 2,140,624  ლარია გამოყოფილი.

ქვემო ქართლში, ასევე, მიმდინარეობს, იმირასანის, აღმაშენებლისა და ბარათაანთ არხის სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ წყალუზრუნვეყოფილი გახდება დამატებით 1370 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 4485 ჰექტარზე გაუმჯობესდება.