ახალი ამბები | ფერმერთა პორტალი

სამთაწყარო-ფიროსმანის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობსსიახლეები

14/01/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, სამთაწყარო-ფიროსმანის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში არხი იწმინდება ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან. ფერდებზე ეწყობა მონოლითური არმირებული ბეტონი. აღდგენითი სამუშაოები უტარდება ხიდებს, ღვარსაშვსა და წყალაღების კვანძებს.

მაგისტრალური არხისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის შედეგად, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება და რეგულარულად მოირწყვება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2 სოფლის 1,183 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული.

მიმდინარე სამუშაოები 2018 წლის ივლისში დასრულდება.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე