პროექტის შესახებ | აგროდაზღვევა | ფერმერთა პორტალი

აგროდაზღვევაერთიანი აგროპროექტი

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის ბიუჯეტი 2015 წელს 10 მილიონი ლარით განისაზღვრა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამას წელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.   

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი საქართველოში ლიცენზირებულმა სადაზღვევო კომპანიებმა ისევ გამოთქვეს. 2014 პროგრამაში მონაწილეობდა ოთხი სადაზღვევო კომპანია - ჯიპიაი ჰოლდინგი, ალდაგი, აი სი ჯგუფიდა ირაო. წელს კი დაემატა ორიკომპანია: „არდი“ და „უნისონი“.

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს  5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 15 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. პროგრამით გათვალისწინებული მიწის ფართობის ოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება რეგისტრირებულ კოოპერატივზე. აღნიშნული შეზღუდვით მოხდა სეგმენტის განსაზღვრა, პროგრამა ორიენტირებულია მცირე შემოსავლიანი ბენეფიციარების მოსავლის დასაზღვევად.

კომპანიები პოლისების გაცემას შეძლებენ მხოლოდ აგროვადების შესაბამისად. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსუბსიდირებას განახორციელებს პოლისების შემოწმების შემდეგ.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 28,690 პოლისი,  დაზღვეულია 193,343,048 ლარის ღირებულების 38 სხვადასხვა კულტურა 23,667 ჰა. მიწის ფართობზე.

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა 2015 წლის 11 დეკემბერს დასრულდა და განახლდება 2016 წლიდან.

აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქ მთ განკარგულება N306 19.02.2015.docxაგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქ მთ განკარგულება N306 19.02.2015.doc