პროექტის შესახებ | დანერგე მომავალი | ფერმერთა პორტალი

დანერგე მომავალიერთიანი აგროპროექტი

პროექტი მიზნად ისახავს

საქართველოში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენებას მრავალწლიანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა;

ადგილობრივი მაღალხარისხიანი ფიტოსანიტარულად სუფთა სარგავი მასალების (ნერგების) წარმოების მხარდაჭერას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება თანამედროვე ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების შეთავაზება. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას.

დადგენილება ცვლილებების შეტანის თაობაზე.pdfდანერგე მომავალი.pdfდადგენილება 26-08-2015.pdf