საბაზრო ფასისტატისტიკები

სასურსათო ფასების მონიტორინგის მეთოდოლოგია:

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგის მეთოდოლოგია შეიმუშავეს. სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები ყოველკვირეულად აგროვებენ ფასებს 100-მდე ძირითად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე და სამინისტროს ცენტრალურ აპარატს აწვდიან, ამ ინფორმაციის შემდომი დამუშავებისა და პოლიტიკის შემუშავებაში გამოყენებისთვის.

ცენტრალური აპარატის დონეზე მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, იგი ვრცელდება სტატისტიკური მონაცემების გავრცელების ონლაინ პლატფორმის საშუალებით, რომელიც შემუშავებულია FAO-ს ადგილობრივი ოფისის ექსპერტების და სამინისტროს თანამშრომლების მიერ.

მონაცემების შეგროვება ხორციელდება მათი რეალიზაციის ადგილზე. საცალო ფასების შეგროვების ძირითადი გამოკითხვა არის ყოველკვირეული, თუმცა გარკვეულ პროდუქტებზე ფასების შეგროვება ხდება ყოველდღიურ რეჟიმშიც. გამოკითხვა ძირითადად ტარდება მუნიციპალიტეტების ცენტრალურ აგრარულ ბაზრებში, ასევე ცოცხალი ცხოველების ბაზრებში. გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლებელია ფასების მაღაზიიდან და ჩამბარებელი პუნქტებიდან მიღება.

ქვემოთ მოცემულია ფასების საინფორმაციო სისტემის შესაბამისი ანგარიშები:

ანგარიშში “სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასები საქართველოში” მოცემულია პროდუქტის ფასები თვეებისა და ფასის ტიპის მიხედვით. ასევე დათვლილია საშუალო წლიური ფასები რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით. აღნიშნული ანგარიში რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში დაფიქსირებული ფასების შედარების შესაძლებლობასაც იძლევა.

მომდევნო ანგარიშებში ასახულია ატმის და მანდარინის ყოველდღიური საბითუმო ფასები რეგიონების, მუნიციპალიტეტების, ფასის ტიპისა და მარკეტინგული წლის/სეზონის მიხედვით.

მეთოდოლოგია ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის მონაწილეობით შემუშავდა.